ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით გადალახეს ტოეფელის ოლიმპიადის I ტური ინგლისურ ენაში. ვულოცავთ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც! ვუსურვებთ II და III ტურშიც წარმატებებს და ღირსეულ შედეგებს! მოსწავლეები: ხადიჯა ბაირამოვა სონა ჩოიდაროვა ზიადინ მუსაევი ალი ჩოიდაროვი ალი ასლანოვი არზუმ კარაევა მარიამ ალექპეროვა ზეხრა ბადალოვა აილინ ჩოიდაროვი აილა ალახვერდიევა რაულ ასკეროვი მასწავლებლები: მარიამ მიქაუტაძე, საბინა რუსტამოვა, მაკა კანდელაკი, ზეინაბ ასკეროვა, აისელ ჰასანოვა.
სკოლა “მომავალი” აქტიურად ზრუნავს მშობლებთან თანამშრომლობასა და ჩართულობაზე სასწავლო პროცესში. ამ მიზნით, I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელსაც ესწრებოდნენ ამავე კლასის მშობლები და დირექციის წარმომადგენლები. გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის სახალისო და შემეცნებითი აქტივობით: როლური თამაში, დიალოგი, მოსასმენი სავარჯიშოები, ინგლისური სიმღერები. მასწავლებელი - მაკა კანდელაკი