სათაურიდამტკიცებულია: შპს „საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომავალი საბავშვო ბაღი მომავალის“ დირექტორის 2023 წლის 7 სექტემბრის ბრძნებით
მისია
სკოლის მისიას წარმოდგენს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოქალაქო ცნობიერების მქონე, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე, სკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დამცველი, ტოლერანტი თაობის აღზრდა. სკოლის კურსდამთავრებულებს ექნებათ მაღალი აკადემიური და ფუნქციური ცოდნა. განუვითარდეთ ისთი უნარები, რომელიც დაეხმარებათ კრიტიკულად მიუდგნენ და შემოქმედებითად უპასუხონ თანამაედროვე გამოწვევებს. პაუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, შეძლონ კონსტრუქციული დიალოგი პრობელების გადაჭირელად. გახდნენ თავდაჯერებული პიროვნებები, და დამოუკიდებლად წარმართონ საკუთარი განვითარების პროცესი. იცოდნენ ქართული და ინგლისური ენები მაღალ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ საქმიანობას პირადი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. შეძენილი ცოდნა და უნარები, მომავალში დაეხმარებათ სწრაფად ცვალებად დემოკრატიულ გარემოში ადაპტაციასა და ინტეგრაციაში.
ხედვა
ჩვენი სკოლის საზოგადოების ხედვას წარმოადგენს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ უყვართ, პატივს სცემენ, თანაბარი შესაძლებლობებისა და მაღალი მოლოდინების ფონზე წახალისებულნი არიან განვითარდნენ ინტელექტუალურად. ხედვის განხორციელება დასტურდება 2023 წლიდან 2031 წელამდე სკოლა მომავლის მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლების დინამიკით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიღწევებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ინგლისურ ენაში.
ღირებულებები
კულტურული მრავალფეროვნების დაფასება
სკოლის საზოგადოებას გაცნობიერებული აქვს და აფასებს მოსწავლეების კულტურულ ღირებულებებსა და ტარადიციებს. მოსწავლეთა კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სწავლისა და სწავლების პროცესს. სკოლის საზოგადოების თითოეული წევრი მოსწავლეს ტოლერანტობის, პატიოსნების, სამართლიანობის, სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლების მიმართ პატივისცემის მაგალითს აძლევს.
სამართლიანობი და თანასწორობა
სკოლის მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს ცოდნა ყველა მოსწავლისთვის. სკოლის საზოგადოება მოქმედებს იმ რწმენით, რომ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია სწავლა. სკოლა, როგორც მოსწავლის ინტერესების დამცველი, ზრუნავს, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს ცოდნა და შეიძნოს უნარები სოციალური, კულტურული, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სქესობრივი განსხვავებების მიუხედავად.
სკოლის კულტურა
სკოლის კულტურა შეიძლება განიმარტოს, როგორც სკოლის საზოგადოებაში გაზიარებული ხედვის, ჩვეულებების, ქცევის, ფასეულობების, მოლოდინების, ურთიერთობების და ა.შ. ნაკრებად, რომლებიც გავლენას ახდენენ სკოლის საზოგადოების მოქმედებაზე და საქმიანობაზე.
სკოლა ,, მომავალი“ მიზნად ისახავს ისეთი სასწავლო გარემოს და სასკოლო კულტურის შექმნას, რომელიც ხელს უწყობს მუდმივად განვითარებადი საზოგადოების ჩამოყალიბებას სკოლაში. მაღალი მოლოდინების ფონზე სკოლის საზოგადოება ახორციელებს ერთიანი პოლოტიკას დასახული მისიის მიღწევად. საზოგადოების ყველა წევრს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა გამოავლინოს თავისი ინდივიდუალური პოტენციალი.
სკოლა ,,მომავლის“ სახეს არ განსაზღვარავს მხოლოდ მოსწავლეთა მიღწევები, სკოლის მონაცემები. სკოლა მომავლის კულტურას ქმნის სკოლის საზოგადოებაში მისიის მიზნების, ღირებულებების, ნორმების გაზიარება და შეთანხმება, სასწავლო გეგმების თავისებურებები, სკოლის პოლიტიკა, დისციპლინის ტიპი, სოციალური ურთიერთობები, თანამშრომლობის სტრატეგიები და სხვა. სკოლის კულტურის შემადგენელი ნაწილია სკოლის საზოგადოების თითოეული წევრის მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ.
დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მისია
დაწყებითი საფეხურის მისია
მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებზე და წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით საგნების შემეცნება. მოსწავლის ზნეობრივი, გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარება პოზიტიური და აქტიური სწავლა-სწავლების მიდგომების გამოყენებით. ქართული ენის გაძლიერებული სწავლება წიგნიერების, სწავლისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ინგლისური ენისა და რაოდენობრივი წიგნიერების დონის ამაღლება. სკოლისა და სწავლისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბება. ჯანსაღი ცხოვების წესის უნარების დამკვიდრება. მაღალი მოლოდინების ფონზე მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა. საბაზო საფეხურის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
საბაზო საფეხურის მისია
ქართული ენის ეფექტიანი შესწავლის საფუძვლზე სხვა საგანთა სწავლა-სწავლების ხელშეწყობა და პრობლემების გადაჭირისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებით ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა. მოსწავლის მისწარაფებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. დამოუკიდებელად საქმიანობის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება. ინგლისურ ენის წიგნიერების დონის ამაღლება. მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება.
საშუალო საფეხურის მისია
სწავლის პროცესის უწყვეტობით და საგანების გაიღრმავებული სწავლით აკადემიური ცოდნის ამაღლება. ადეკვეტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესამისი მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების გაკეთების საფუძველზე დასახული მიზნების მიღწევა და არსებული შესაძლებლობების გამოყენება. სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ და დემოკრატიულ გარემოს გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი. პასუხიმგებლობით მოქმედება და მონაწილეობის მიღება საზოგადეობრივ ცხვრებაში პირად და ქვეყნის კეთილდღებისთვის.