სკოლა “მომავალი” აქტიურად ზრუნავს მშობლებთან თანამშრომლობასა და ჩართულობაზე სასწავლო პროცესში. ამ მიზნით, I კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში, რომელსაც ესწრებოდნენ ამავე კლასის მშობლები და დირექციის წარმომადგენლები. გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის სახალისო და შემეცნებითი აქტივობით: როლური თამაში, დიალოგი, მოსასმენი სავარჯიშოები, ინგლისური სიმღერები. მასწავლებელი - მაკა კანდელაკი
გილოცავთ ქართული ენის დღეს ! 📖💜 14 აპრილი საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ამ დღის მნიშვნელობა, მოამზადეს პრეზენტაცია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და აუხსნეს მათ თუ რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს სახელმწიფო ენა და რატომ უნდა დავიცვათ ის. დედა-ენის დღის აღსანიშნად, I კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელები. ( ჟიურის წევრები იყვნენ XI კლასის მოსწავლეები) გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები. მასწავლებლები: თეკლა ცუცქირიძე; ქეთევან ჭანტურია